მთავარიევროპაუკრაინაყველაზე მძიმე ბრძოლები ბახმუტისთვის გრძელდება

ყველაზე მძიმე ბრძოლები ბახმუტისთვის გრძელდება

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დედაქალაქის თავზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ წარმოებული 35 სამხედრო დრონი ჩამოაგდო.

ეს მოსკოვის მიერ კიევზე ღამით თავდასხმის მერვე შემთხვევაა.

სამხედრო დრონების თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა, ირანული წარმოების დრონების თავდასხმის მოგერიებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა 3 საათზე მეტ ხანს ცდილობდა.

„საშინელი ხმა იყო, ასეთი ხმა არასოდეს გამიგია, 5 წუთში უკვე გასაგები იყო თუ რა ხდებოდა, ძალიან მეშინოდა, ჩვენგან 50 მეტრში სამხედრო დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა”, – იხსენებს კიევის მკვიდრი ნატალია ჰავრილიუკი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა არმიამ უკრაინაზე სხვადასხვა იარაღით მიიტანა შეტევა.

კრემლმა უკრაინულ ქალაქებს 16-ჯერ დაარტყა სამხედრო სარაკეტო ძალებით, სამხედრო საჰაერო ძალებით კი 60 ჯერ. ოკუპანტებმა დაიწყეს ანექსირებული ზაპოროჟიის რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაციაც.

ზაპოროჟიის რეგიონში რუსმა დამპყრობლებმა ეგრეთ წოდებული ევაკუაცია დაიწყეს. მათ რეგიონში 18 დასახლებიდან მოქალაქეების იძულებით ევაკუაცია უკვე წამოიწყეს. ბევრ მოქალაქეს ისინი მუქარით აიძულებენ, მშობლიური მხარის დატოვებას. ზაპოროჟიის რეგიონის ქალაქებში უკვე გაჩნდა სხვადასხვა პროდუქტების დეფიციტი”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესმდივანი ანდრიი კოვალევი.

ყველაზე მძიმე ბრძოლები დონბასში მდებარე ქალაქ ბახმუტისთვის იმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend