რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა კადრები სადაც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამოწმებს, როგორც მოსკოვში უწოდებენ, სპეციალური სამხედრო ოპერაციის არეალში გასაგზავნი სამხედრო არჭურვილობისა და ტექნიკის მდგომარებას და მზადყოფნას.
კადრებთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შოიგუ ეწვია რუსეთის სამხრეთის სამხედრო რეგიონს, რათა შეემოწმებინა ახალი ტანკების, ჯავშანმანქანების, სპეციალური ტექნიკისა და სხვა მანქანების მდგომარეობა, რომლებითაც უკრაინაში მყოფი რუსული ძალები უნდა მოამარაგონ.
განცხადება და ვიდეომასალა ევგენი პრიგოჟინის განცხადების შემდეგ გავრცელდა, სადაც კერძო სამხედრო კომპანიის ხელმღვანელი მომავალ კვირას ბახმუტიდან გასვლით იმუქრება. ხოლო რუსეთის სამხედრო სარდლობას, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდების შეფერეხების გამო აკრიტიკებს.
თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია რომ მინისტრმა განკარგულება გასცა, მკაცრად გაკონტორლდეს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის არეალში გასაგზავნი საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის დროულად მიწოდება.