ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ფინანსური და სამხედრო დახმარების თვალსაზრისით. ქვეყანას ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში 2021 წლის შემდეგ დაუმტკიცდა დახმარების მესამე პაკეტი, რაც 30 მილიონი ევროს სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. იგივე პაკეტი დაუმტკიცდა მოლდოვასაც.
ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების შესახებ კახა გოგოლაშვილი „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი საუბრობს „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში.