მთავარიევროპასერბეთისერბეთში მასობრივი მკვლელობის კიდევ ერთ შემთხვევას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სერბეთში მასობრივი მკვლელობის კიდევ ერთ შემთხვევას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სერბეთში, ბელგრადთან ახლოს, ერთ-ერთ დასახლებაში, თავდამსხმელმა მანქანიდან ისროლა. სროლის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, 13 კი დაიჭრა. ეს სერბეთში ბოლო ორ დღეში მასობრივი მკვლელობის მეორე შემთხვევაა.

პოლიცია ეძებს 21 წლის თავდამსხმელს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. პოლიციის სპეციალური დანაყოფები და ვერტმფრენები მთელ რეგიონში აწარმოებენ სამძებრო სამუშაოებს.

ერთი დღით ადრე 13 წლის მოზარდმა მამის იარაღის გამოყენებით ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლი გახსნა. ინციდენტის დროს დაიღუპა 8 მოსწავლე და სკოლის დაცვის ერთი თანამშრომელი.

მიუხედავად იმისა, რომ სერბეთში 90-იანი წლების ომების შემდეგ ბევრს აქვს იარაღი, მასობრივი სროლის შემთხვევები ქვეყანაში მაინც იშვიათობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend