იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ პარიზში ვიზიტი გააუქმა, რადგან საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იტალიის პრემიერს ჯორჯია მელონის შეურაცხყოფა მიაყენა. ტაიანისთვის, რომელიც თავის კოლეგას დღეს უნდა შეხვედროდა, მელონის კრიტიკა მიუღებელია. მან ვიზიტი პროტესტის ნიშნად გააუქმა.
ერთ-ერთი რადიომაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ მელონიმ ვერ შეძლო იმ პრობლემების გადაჭრა, რომელთა მოსაგვარებლადაც აირჩიეს. მან პრემიერს იმ ამომრჩევლების მოტყუებაში დასდო ბრალი, რომელთაც დაჰპირდა, რომ დაასრულებდა მიგრანტთა კრიზისს.
როგორც ცნობილია, ახლაც მიმდინარეობს დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, დაუშვან თუ არა ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი მიგრანტები, რომლებიც ზღვის გავლით ცდილობენ ევროპაში მოხვედრას. იტალიაში კი იზრდება მიგრანტთა რაოდენობა. მიმდინარე
წელს ტუნისიდან 42 000 ათასი მიგრანტი ჩავიდა, მაშინ, როცა, გასულ წელს მათი რიცხვი მხოლოდ 11 200 იყო.
მონაცემების მკვეთრი ზრდა უარყოფითად მოქმედებს მელონის პარტიაზე, რომლის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა იყო.