მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ხუთ ქვეყანაში იტალიური მაფიის 155 წევრი დააკავეს

ევროპის ხუთ ქვეყანაში იტალიური მაფიის 155 წევრი დააკავეს

რამდენიმე ქვეყნის პოლიციამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა “ნდრანგეტას”, იტალიის ყველაზე მძლავრ მაფიოზურ ორგანიზაციას.

მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია, სახელწოდებით „ევრიკა“, ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაკავებულია 155 პირი, მათ შორის 108 იტალიაში. ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში გამოვლინდა ლათინური ამერიკიდან ნარკოტიკებისა და იარაღის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ქსელი.

კრიმინალური დაჯგუფების წევრები იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიასა და ბელგიაში მოქმედებდნენ.

ბელგიის პროკურატურის სპიკერის ერიკ ვან დუისის თქმით, ეს არის ყველაზე მასშტაბური ოპერაცია, რომელიც ევროპაში კალაბრიის მაფიის წინააღმდეგ ჩატარებულა. მაგალითად, გერმანიაში ოპერაციისას ჩართული იყო 1000-ზე მეტი პოლიციელი, იტალიაში კი – 1500.

სამწლიანი გამოძიების შედეგად ოპერაცია „ევრიკამ“ დაადგინა, რომ „ნდრანგეტას“ მჭიდრო კავშირები ჰქონდა ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ბელგია და გერმანია. ისინი ფულს სხვადასხვა კომპანიის საშუალებით ათეთრებდნენ. მთელი ევროპის მასშტაბით პოლიციამ 25 მილიონი ევროს ღირებულების ქონება დააყადაღა.

ყველა დაკავებულს, სხვა დანაშაულებთან ერთად, ბრალად ედება მაფიასთან კავშირი, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობა და ფულის გათეთრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend