მთავარისაქართველობიზნესის სფეროს წარმომადგენლები მხარს უჭერენ ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები მხარს უჭერენ ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

მათ დღეს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნება. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ისინი ევროპული მომავლის ერთგულნი არიან და ქვეყნის სხვა მომავალს ვერ ხედავენ

საქართველოს 9 ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა დღეს, 4 მაისს ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები დოკუმენტს ბრიუსელში გაგზავნიან, იმის დასტურად, რომ ბიზნესი საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულია.

ხელმოწერის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

“მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს გაწევრიანება ევროპულ ოჯახში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ეს მოუტანს ქვეყანას გრძელვადიან სტაბილურობას, კეთილდღეობასა და განვითარებას“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლები აწერენ ხელს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend