ონლაინ თაღლითობა და ფინანსური კრიმინალი, ონლაინ რისკები ბავშვებთან მიმართებაში და ქალთა ონლაინ შევიწროება და შანტაჟი – ეს ის 3 ძირითადი მიმართულებაა, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს კიბერთანამშრომლობის პროგრამა მოიცავს. მისი მიზანი კიბერუსაფრთხოების თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებაზე, ბავშვთა კიბერუსაფრთხოებაზე უფლებადამცველმა, მაია ნასრაშვილმა ისაუბრა