მთავარიმსოფლიოისრაელმა ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლის შედეგად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თითქმის სამთვიანი შიმშილობის შემდეგ დაპატიმრებული მაღალი რანგის პალესტინელის ისრაელის ციხეში გარდაცვალებას ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმა მოჰყვა, რამაც კონფლიქტის შემგდომი ესკალაციის საფრთხე გააჩინა.

ისრაელელი სამხედროები ღაზის სექტორის საზღვარზე ტანკებით განლაგდნენ.

ჯერჯერობით უცნობია,  მოხვდა თუ არა ისრაელის რაკეტები სამიზნეებს, თუმცა სამხრეთ ისრაელის ქალაქ სდეროთში ნათლად ჩანდა პალესტინელების მიერ გასროლილი რაკეტების დამანგრეველი შედეგები.

პალესტინელთა ნაწილი ისრაელელებს ხადერ ადნანის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს.  მათი მტკიცებით, პატიმარს არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება.

„ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის პირი ხადერ ადნანი ტერორიზმის ბრალდებით იყო დაკავებული. ციხის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მან უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებასა და საკვების მიღებაზე.

ისრაელში პალესტინელი პატიმრების ბედი  მხოლოდ ოჯახის წევრებს არ აწუხებთ, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა პოლიტიკური ლიდერებისთვისაც. ისინი პატიმრების კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობას  ისრაელს აკისრებენ. როგორც ამბობენ, ამჟამად ისრაელის ციხეებში 4900 პალესტინელი პატიმარია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend