მთავარიამერიკააშშჰოლივუდში სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების გამო 11 000 სცენარისტი გაიფიცა

ჰოლივუდში სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების გამო 11 000 სცენარისტი გაიფიცა

ჰოლივუდში ტელევიზიისა და კინოს 11 000  სცენარისტი 15 წლის განმავლობაში პირველად გაიფიცა, მიზეზი კი  სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებით სტუდიებთან და სტრიმერებთან მოლაპარაკების ჩაშლაა.
სცენარისტები დროებით წყვეტენ მუშაობას, დებენ კალმებსა და ხურავენ ლეპტოპებს. ეთერში ღამის გასართობი გადაცემების ძველ ჩანაწერებს გაუშვებენ, ხოლო იმ სერიალებსა და ფილმებს, რომელთა გამოშვებაც მიმდინარე წელს იყო დაგეგმილი, სერიუზული შეფერხება ელის.

„The Ankler-ის“ რედაქტორი ჯენის მინი აღნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე წელია, სცენარისტებს ანაზღაურება უმცირდებათ. ჰოლივუდის ძველი ტრადიციის მიხედვით, სცენარისტები მაშინ იღებენ ხელფასს, როდესაც მათი შოუ ეთერში გადის. მისი თქმით, თუ, რომელიმე სცენარისტის შოუ „ნეტფლიქსზეა“ განთავსებული და მას მილიონობით ადამიანი უყურებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი კომპენსაციას მიიღებს, როგორც ეს 1990-იან წლებში სატელევიზიო გადაცემების შემთხვევაში ხდებოდა. შესაბამისად,  ანაზღაურება სულ უფრო მეტად მცირდება.

კინოსა და ტელევიზიის ინდუსტრიაში დასაქმებული სცენარისტების დიდი ნაწილისთვის ყოველდღიურად რთულდება ცხოვრება, განსაკუთრებით კი ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend