მთავარისაქართველოსასამართლოს საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვლავ გადაიდო

სასამართლოს საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვლავ გადაიდო

სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კვლავ აქტიურად საუბრობენ პოლიტიკურ წრეებში.

პირველი მაისის  ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კვირის კენჭისსაყრელ საკითხებს შორის არ არის სასამართლოს საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალურ ოპოზიციას საბოტაჟის საშუალებას არ მისცემენ.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ისინი ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული კომისიის საკითხი დღის წესრიგში იყოს და ის შეიქმნას. თუმცა, მათივე თქმით, ის, რაც ამ კომისიასთან დაკავშირებით ხდება, აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მათი პოლიტიკური დავალებების შემსრულებლებს ეფარება.

სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა უკვე განიხილა.

განხილვის შემდეგ საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში აისახა, თუმცა კენჭი ვერ ეყარა, რადგან უმრავლესობამ კენჭისყრის პროცედურის წინ საჭირო რეგისტრაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად არ გაიარა, რაც სამ პლენარულ სხდომაზე განმეორდა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend