10 მაისიდან მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებს, ასევე დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირებაში მიიღონ მონაწილეობა და შესაბამისი სერტიფიკატი აიღონ
პროექტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წელს შეიქმნა, თუმცა ცენტრში ამბობენ, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ „სერტუსი“ ახლა განახლდა და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დაიხვეწა.
რა არის „სერტუსი“ და რა შესაძლებლობას იძლევა პროექტი – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ ისაუბრა.