მთავარიამერიკაპარაგვაიპარაგვაის ახალი პრეზიდენტი სანტიაგო პენია იქნება

პარაგვაის ახალი პრეზიდენტი სანტიაგო პენია იქნება

პარაგვაის ახალი პრეზიდენტი სანტიაგო პენია 44 წლის ეკონომისტი კოლორადოს კონსერვატიული  პარტიის წევრია. პარტიას პარაგვაიში უკვე რვა ათწლეულია, ძალაუფლება უკავია. ხმების 43 პროცენტით სანტიაგო პენიამ დაამარცხა ოპოზიციის კანდიდატი ეფრაინ ალეგრე, რომელმაც ხმების 28 პროცენტიც ვერ მიიღო. ახალი პრეზიდენტი თანამდებობას ოფიციალურად 15 აგვისტოს 5 წლის ვადით დაიკავებს.

პარაგვაის ახლად არჩეული პრეზიდენტის სანტიაგო პენიას თქმით, დღეს ისინი პირად გამარჯვებას კი არ აღნიშნავენ, არამედ იმ ხალხის გამარჯვებას, რომელმაც სოციალური მშვიდობის, დიალოგის, ძმობისა და ეროვნული შერიგების გზა აირჩია.

პარაგვაის მეზობელი,  ლათინური ამერიკის უდიდესი ეკონომიკური ძალის მქონე ქვეყნის, ბრაზილიის, პრეზიდენტმა ლულა და სილვამ უკვე მიულოცა სანტიაგო პენიას არჩევნებში გამარჯვება და პირობა დადო, რომ ახალ პრეზიდენტთან ერთად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად იმუშავებს. დამარცხებული კანდიდატი კი დანებებას არ აპირებს და ამბობს, რომ გააგრძელებს ბრძოლას კოლორადოს პარტიის დასამარცხებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend