მთავარიაფრიკასუდანისუდანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 72 საათით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

სუდანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 72 საათით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

სუდანის ეროვნული არმია და „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ცეცხლის შეწყვეტის 72 საათით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ორივე მხარის განცხადებებს წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გაეროს წარმომადგენლებთან. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ადგილას ცეცხლი არ შეწყვეტილა.

დაპირისპირება  15 აპრილს შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. პირველ კვირას შეტაკებებს  ემსხვერპლა 500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ძირითადად საჰაერო დარტყმებისა და არტილერიის შედეგად დაიღუპნენ. დაჭრილია ათასობით ადამიანი.

მხარეები „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ გასამხედროებული ჯგუფის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გენერლების მიზანი მათზე კონტროლის მოპოვება იყო. ამავდროულად, ორივე მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან მათ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ. სამხედრო დაპირისპირებამ ლტოლვილთა მასობრივი გადინება გამოიწვია. ზოგიერთი  ქვეყნის მთავრობამ  სუდანიდან უკვე გამოიყვანა თავისი მოქალაქეები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend