ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.
„ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.