მთავარისაქართველოკატრინ კოლონა: სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური მუშაობაა საჭირო

კატრინ კოლონა: სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური მუშაობაა საჭირო

საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული და მომთხოვნი ორგანიზაციები, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური მუშაობაა საჭირო.

„მადლობა თბილი მიღებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. როგორც იცით საქართველოში პირველად ვარ. ბატონ მინისტრთან პირველი შეხვედრა იყო აქ, მაგრამ პარიზში და სხვა ადგილებში ხშირად ვხვდებით ერთმანეთს.

ჩემი ჩამოსვლისთანავე მინდოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა. საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული და მომთხოვნი ორგანიზაციები. ეს არის ის, რასაც ჩვენ, საფრანგეთი და საქართველო ვიზიარებთ.

თუ შემიძლია რეკომენდაცია გავაკეთო, ეს არის ის, რომ ერთად უნდა იმუშაოთ, მოუსმინოთ ერთმანეთს, ერთმანეთის კრიტიკას მოვუსმინოთ, იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ. დემოკრატიულ საზოგადოებაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური მუშაობაა საჭირო. ეს ყოველთვის არის პლუსი”,- განაცხადა კატრინ კოლონამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend