მთავარისაქართველოსაქართველოში ხახვი გაძვირდა

საქართველოში ხახვი გაძვირდა

საქართველოს ბაზრებში პირველადი მოხმარების პროდუქტის, ხახვის დეფიციტია.
არადა, ქართულ სამზარეულოში იშვიათად თუ მოიძებნება კერძი, რომელიც ხახვის გარეშე მზადდება.

დეფიციტით გამოწვეული მაღალი მოთხოვნის გამო, ეს პროდუქტი გაძვირდა. ბითუმად, კილოგრამის ფასი სამი ლარიდან იწყება, დახლებზე კი ხახვი კიდევ უფრო მეტი ღირს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  ინფორმაციით, საქართველოში ხახვი   2023 წლის მარტში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 111%-ით მეტი ღირდა.

საქსტატის  სხვადასხვა პერიოდის მონაცემებით,  ხახვის იმპორტისთვის ყოველწლიურად საქართველოდან  ათეულობით მილიონი დოლარი გადის. ძირითადი მომწოდებელი თურქეთი იყო, მაგრამ ანკარამ 2022 წლის ნოემბერში ხახვის ექსპორტი აკრძალა, რის შემდეგაც იმპორტიორებმა ალტერნატიული ბაზრების ძიება დაიწყეს. მაგალითად, საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმის, „East fruit”-ის ინფორმაციით, 2023 წელს ეგვიპტეში მოკრეფილი ხახვის დიდი პარტია სწორედ საქართველოს საბითუმო ბაზრებზე მოხვდა.  საქართველოს ხილ-ბოსტნეულის ასოციაციის თავმჯდომარეს, ვახტანგ ბეჟიტაშვილს მიაჩნია, რომ  ადგილობრივი წარმოების განვითარებაა აუცილებელი. სხვა მიზეზებთან ერთად  იმისთვისაც, რომ  საქართველო ამ პროდუქტითაც არ გახდეს დამოკიდებული მოსაზღვრე რუსეთზე.

“ხილ-ბოსტნეულის ასოციაციის თავმჯდომარე, ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს: „გარკვეულწილად ეს დეფიციტი სასარგებლოა იმ კუთხით,  რომ ადგილობრივმა მეწრმეებმა მაღალი ფასის მოლოდინიდან გამომდინარე  იფიქრონ გარკვეული მოცულობის პროდუქციის მოყვანაზე, თუმცა მთავარი მომენტი აქ არის მათი დასაწყობება და შესაბამისად შენახვა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქცია ჭარბად იქნება მოყვანილი და გასაღების ბაზარი არ იქნება,  ერთბაშად დაიწყებს   შენახვის პირობების არქონის გამოგაფუჭებას – ეს კიდევ მეორე პრობლემას შექმნის“, – მიიჩნევს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ამ პროდუქტის მაღალი ფასისა და რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდის რისკის გამო,  წელს ადგილობრივმა მეწარმეებმა შედარებით მეტი ხახვი დათესეს, თუმცა მაინც ფრთხილობენ.

მეწარმე ზურა სადათუაშვილი ამბობს: „გვაქვს მწარე გამოცდილება. მაღალ ფასებს როგორც წესი მოსდევს ჭარბი პროდუქციის წარმოება ადგილზეც და მის გარშემოც, მეზობელ ქვეყნებშიც… და მერე არის ხოლმე უცაბედი ფასის ვარდნა. თუმცა, ზოგადად წელს დათესილი ფართობების რაოდენობა გაზრდილია“.

გამოდის რომ ასეთ შემთხვევეაში კიდევ ახალი პრობლემა წარმოიქმნება… მეწარმეები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში მეტ ხახვს მოიყვანენ  ეს მარაგის წარმოქმნას გამოიწვევს, ხოლო ასეთი  მარაგის დასაწყობება, ამჟამად შეუძლებელია, რადგან,  საკმარისი ტევადობის სათანადო სათავსოები არ გავქვს.

ამიტომ, ქართული კერძები უმეტესად კვლავ უცხოური ხახვით მომზადდება.

სოფო მაქაცარია

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend