მთავარიკუბიუკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე სხვადასხვა დეზინფორმაცია გავრცელდა

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე სხვადასხვა დეზინფორმაცია გავრცელდა

რუსული პროპაგანდა აგრძელებს უკრაინის დისკრედიტაციას სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაა.

რამდნეიმე რუსულ და ქართულენოვანამა ანგარიშებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მუშაობს სასულიერო პირებისთვის ახალი სამოსის შერჩევაზე.

პოსტებს თან ერთვის შავი სამოსის ჩანახატი და ავტორების მტკიცებით, სასულიერი პირების ტანსაცმელი იყოს უფრო ახალგაზრდული  და თანამედროვე.

სოციალური ქსელის გარდა ეს ინფორმაცია გავრცელდა რამდნეიმე რუსულენოვან სააგენტოზე, სადაც არ იყო მითითებული წყარო, თუ რას ეფუძნება ეს ცნობა.

ფეისბუკზე ეს პოსტი  მონიშნულია როგორც მანიპულაცია. ფაქტების გადამომწმებელი პორტალის “მითების დეტექორის” მიერ. „მითების დეტექტორი” განმარტავს, რომ ისინი დაუკავშირდნენ ინფორმაციის გადასამოწმებლად ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა და უკრაინის ეკლესისა არ მიუღია და არც განიხილავს მსგავს გადაწყვეტილებას. ამასთან, არც ერთ სხვა ღია წყაროში ინფორმაცია სამოსის შეცვლის შესახებ არ იძებნება.

რუსულენოვანმა და ასევე რამდენიმე ქართულმა ანგარიშმა გააზიარა ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვით, ვიდეოზე ჩანს უკრაინელი მღვდელი, რომელიც ცეკვით ულოცავს მრევლს აღდგომას.

რეალურად მასზე ჩანს არა უკრაინელი მღვდელი, არამედ მსახიობი აშოტ არუშანოვი, რომელიც სერიალის გადაღებაში მონაწილეობდა. მსახიობმა ეს ვიდეო თავად დადო თავის ტიკტოკზე.

კომენტარებში მომხმარებლებმა მიიჩნიეს, რომ მსახიობი მართლაც მღვდელია, ამიტომ არუშანოვს დამატებითი განმარტებითი ვიდეო და ფეისბუკის პოსტის გამოქვეყნება დასჭირდა.

რაც შეეხება სერიალს, მისი გადაღება 2020 წელს დაიწყეს. სერიალის ტრეილერი უკვე არსებობს და მასზე მართლაც ჩანს მსახიობი, რომელიც სასულიერო პირის როლს ასრულებს.

კიდევ ერთი მანიპულაცია, რომელიც დასავლეთის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ამ შემთხვევაში გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული ფოტო

ფოტოზე ჩანს ეკლესია, რომლის წინ დანთებულია ცეცხლი და რამდენიმე ადამიანს ხელში ფერადი დროშა უჭირავს.

ფოტო რეალობას არ ასახავს და ის ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული პლატფორმა მიდჯორნიზე.

პოსტში აღნიშნულია, რომ ფოტო უცხოურ ქვეყანაში არის გადაღებული და არ არის მითითებული კონკრეტულად რომელში.

მსგავსი მოვლენის შესახებ სხვა ღია წყაროში ინფორმაცია არ იძებნება და ასევე დეტალურად ფოტოზე დაკვირვებით შესაძლებელია დადგენა, რომ ფოტო ხელოვნურად არის დამუშავებული.

მაგალითად, ხელის მტევანი, რომელიც ერთ-ერთ აქტივისტს გამქრალი აქვს. საქმე ისაა, რომ ხელოვნურ ინტელექტს უჭირს ხელის მტევანისა და თითების გენერირება, რის გამოც ადვილად ამოსაცნობი ხდება ფოტო ნამდვილია თუ დამუშავებული.

ასევე დროშები, რომლებიც შინაარსის მიხედვით ლგბტ-თემის დროშა უნდა იყოს, რეალურად კი ფერები არეულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend