რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის დროს სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ქართველი მაშველები დააჯილდოვა.
„უმაღლესი თავდადების ორდენი“ საქართველოს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ მამუკა სეფიაშვილს გადაეცა, რომელიც თურქეთში მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში, ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა ქვეყნის სამაშველო ჯგუფის ლიდერს სპეციალური ორდენი და მადლობის სიგელი გადასცა.
ქართველი მაშველები, მაშველ ძაღლებთან ერთად კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრნენ თურქეთში.