მთავარისაქართველო„სილქ როუდ რიალ ისთეითმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიაგაციები გამოუშვა

„სილქ როუდ რიალ ისთეითმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიაგაციები გამოუშვა

„სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების მმართველმა კომპანიამ „სილქ როუდ რიალ ისთეითმა“,  „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალისა“ და „სილქ ბანკის“  მხარდაჭერით, საფონდო ბირჟაზე 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პირველი ტრანში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
ობლიგაციების პირველი ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.00 %-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული სახსრები გამოყენებული იქნება არსებული ვალდებულებების დასაფარად. მეორე 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ემისია ამავე წელს იგეგმება.  „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენლები ამბობენ,  რომ კომპანიის  მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი მაღალია,  როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან.

„სილქ როუდ  ჯგუფის“  დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ამბობს: „ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი უძრავი ქონების აქტივები და ვავითარებთ მათ თანმიმდევრულად. მაგალითად, ჩვენ დავაანონსეთ „ტელეგრაფის“ პროექტი თბილისში. 15 თვეში ეს პროექტი  დასრულდება, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ესეც ძალიან კარგი დამატებითი აქტივია ჩვენი უძრავი ქონების პორტფოლიოსთვის. კიდევ ბევრი პროექტი გვაქვს  დაგეგმილი“.

„სილქ როუდ რიალ ისთეითის“ აღმასრულებელ დირექტორს, მამუკა შურღაიას მიაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია კომპანიისთვის და მკაფიო მაჩვენებელია იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორები აცნობიერებენ ზრდის იმ უზარმაზარ პოტენციალს, რომელსაც ქმნის საქართველო და ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა „სილქ როუდ რიალ ისთეითი“. ეს ემისია გამორჩეულია იმითაც, რომ ობლიგაციების განთავსება რამდენიმე მხარის თანამშრომლობით მოხდა.  ეს არის თავად „სილქ როუდ რიალ ისთეითი“,  „სილქ ბანკი’ და „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანიები; „გალთ ენდ თაგართი“ და „თიბისი კაპიტალი“. პროცესში ჩართულ მხარეთა წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ ფასიანი ქაღალდების შეძენა მიმზიდველი წინადადებაა ინვესტორებისთვის.

„თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გოგა თხელიძე ამბობს:  „მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი ძალიან აქტიურია კაპიტალის ბაზრებზე. ინვესტორები უკვე კარგად იცნობენ „სილქ როუდ ჯგუფს“. „სილქნეტი“ ერთ-ერთი პირველი გამომშვები იყო ქართული ობლიგაციის 2019 წელს. ამის შემდეგ მოხდა ორი ევროობლიგაციის გამოშვება, სადაც ინვესტორები არიან როგორც ქართველები, ასევე საერთაშორისო ბაზრების წარმომადგენლები.   ვფიქრობთ, რომ უძრავი ქონების კომპანიასაც კარგი შანსები და პერსპექტივები აქვს, რომ მომავალში ზრდასთან ერთად უკვე ევროპული ობლიგაციებიც გამოუშვას“. 

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ზურაბ ქოქოსაძე ამბობს:  „ინვესტორების მხრიდან დაინტერესება იყო საკმაოდ მაღალი, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს იმას, რომ საკმაოდ დიდია დაინტერესება ქვეყნის მიმართ.  დიდია დაინტერესება ქვეყნის უძრავი ქონების მიმართ და კონკრეტულად „სილქ როუდის“  პროექტების მიმართ. „სილქ როუდი“ უკვე წლებია წარმოდგენილია კაპიტალის ბაზარზე და ჩვენთვის, „გალთ ენდ თაგართისთვის“ და საქართველოს ბანკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ მიგვეღო მონაწილეობა ამ განთავსებაში, რაც მიმაჩნია, რომ კიდევ ერთი წარმატებით დახურული გარიგებაა ჩვენი ქვეყნისთვის“…

„სილქ როუდ რიალ ისთეითი“  „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონების ახალი პროექტების განვითარებასა და შემდეგ უკვე დასრულებული პროექტების მართვაზეა ორიენტირებული.

„სილქ როუდ რიალ ისთეითის“  საკუთრებაში არსებული აქტივები 2022 წლის 31 ივლისის მდგომარეობით 917 მილიონ  ლარად იყო შეფასებული.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend