აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქ კუპიანსკსზე რუსი სამხედროების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი, ისტორიული მუზეუმი კი სრულად განადგურდა. ოკუპანტებმა ხარკივის ოლქზე იერიში საზენიტო რაკეტებით მიიტანეს.
ამასთან, ვრცელდება ვიდეო, სადაც დაჯგუფება ,,ვაგნერის” ხელმძღვანელი ახალგაზრდებს მოუწოდებს, ჩაერთონ საომარ მოქმედებებში. ამავე დაჯგუფების ხელმძღვანელმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროც გააკრიტიკა ფრონტზე არსებული ვითარების გამო.