მთავარიევროპაიტალიაიტალიის მდინარე პოში წყლის დონემ იკლო

იტალიის მდინარე პოში წყლის დონემ იკლო

ბოლცანოს კლიმატისა და გარემოს სააგენტოს მონაცემებით იტალიის უდიდესი მდინარე უკვე ისეთ დაბალ ნიშნულზეა, როგორც გასული წლის ზაფხულში იყო. ამ გარემოებამ ზოგიერთი გემის კაპიტანი აიძულა კურსი შეეცვალა.

„რამდენიმე დღეში მომიწევს გავაუქმო ყველა შეკვეთა  ჩვენს კრუიზზე მდინარეში მცირე წყლის გამო“ – ამბობს ჯულიანო ლანდინი

კაპიტან ჯულიანო ლანდინის 60 მეტრიანი გემი გამოიყენებოდა 400-მდე ადამიანის გადასაყვანად, მცირე წყლის პირობებშიც კი. თუმცა ახლა მდინარე პოში წყალი იმდენად დაბალია, რომ გემის გადაადგილება შეუძლებელია.

მდინარე პო 652 კილომეტრი სიგრძისაა, რომელიც მიედინება ქალაქ ტურინიდან ვენეციამდე და კვეთს ყველაზე მჭიდროდდასახლებულ, მაღალინდუსტრიულ მონაკვეთებს. ასევე იმ ტერიტორიებს, რომლებიც ინტენსიურად მუშავდება.

„მდინარე პოზე პირველად მაშინ გავცურე როცა 13 წლის ვიყავი. ცურვაც ამ მდინარეში ვისწავლე 5 წლის ასაკში. ეს მდინარე სიცოცხლით სავსე მახსოვს, ნავებით სავსე, მეთევზეებით ახლა კი აქ აღარაფერია, მდინარე სრულიად მიტოვებულია”, – წუხს ჯულიანო ლანდინი

მდინარე პოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ახლა წყალი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ზამთარი ირგვლივ მდებარე ალპებში მშრალი და თბილი გამოდგა, ამიტომ მთებში არ არის თოვლის საკმარისი მარაგები, საიდანაც მიეწოდებოდა ჩვეულებრივ მდინარეს  წყალი. სპეციალისტების თქმით თოვლის საფარი მთებში 75 პროცენტით დაბალია საშუალო სეზონურ მაჩვენებელზე ბოლო ათი წლის განმავლობაში.

მდინარეში წყლის დაბალი დონე საფრთხეს უქმნის მოსავალს, ფერმებს, ზოგიერთ სოფელში კი სასმელი წყლის დეფიციტს იწვევს.

„მდინარის დინების სიჩქარე რომელიც ახლა გვაქვს, ისეთივეა, როგორც გასული წლის ზაფხულში იყო. ამიტომ ისტორილ მინიმუმზე გაცილებით უფრო დაბლა ვართ”, – ამბობს ალესანდრო ბრატტი, მდინარე პოს ბასეინის ადმინისტრაციის გენერალური მდივანი.

მდინარის დაშრობას ნაწილობრივ კლიმატის ცვლილება იწვევს, რაც ადამიანის საქმიანობის შედეგია. მაღალი ტემპერატურა იწვევს თოვლის დნობას და წყლის დიდი ოდენობით აორთქლებას.

ამის გამო შესაძლოა გვალვები უფრო ხანგრძლივი, ინტენსიური და ხშირი გახდეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend