მთავარიაფრიკასუდანიათასობით სუდანელი საბრძოლო ზონებს ტოვებს

ათასობით სუდანელი საბრძოლო ზონებს ტოვებს

სუდანში დაპირისპირებულ მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც 72 საათით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს. სუდანის ათასობით მოქალაქე ტოვებს საბრძოლო ზონას, მათ შორის დედაქალაქ ხარტუმსა და ომდურმანს. სუდანის არმიასა და დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაპირისპირებას 460 ადამიანი ემსხვერპლა, 4000-ზე მეტი კი დაიჭრა.

ბრძოლების შედეგად დედაქალაქში მრავალი ინფრასტრუქტურა განადგურდა. ამავდროულად, შეიარაღებულმა ჯგუფმა დაიკავა სამედიცინო ლაბორატორია და მომუშავე პერსონალი შენობიდან გამოაძევა. ლაბორატორიაში სხვადასხვა სახის გადამდები დაავადების ნიმუშები ინახება. ჯანმოს ინფორმაციით, ლაბორატორიაში შეჭრა დაავადებების გავრცელების რისკებს ზრდის.

„ეს უკიდურესად სახიფათოა, რადგან ლაბორატორიაში გვაქვს პოლიომიელიტის, წითელასა და ქოლერის ნიმუშები. შესაბამისად, არსებობს უზარმაზარი ბიოლოგიური რისკი, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური ლაბორატორია ხარტუმში ერთ-ერთი დაჯგუფების მიერაა დაკავებული“, – ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი სუდანში, ნიმა საიდ აბიდი.

მას შემდეგ, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, მასშტაბური ბრძოლები აღარ ყოფილა. თუმცა სამშაბათს დღის განმავლობაში მცირე დაპირისპირება მაინც იყო. გაეროს ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად, მეზობელ ქვეყნებში თავშესაფრის ძიება შეიძლება დაახლოებით 270 000 ადამიანს მოუწიოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend