29 აპრილს საქართველოს რამდენიმე რეგიონში არჩევნები გაიმართება და ამომრჩეველთა 91% ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.
გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევენ. ცაგერსა და თერჯოლაში მერებს, ხოლო ფოთი – სენაკი – ხობის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.
„ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარშვილმა ისაუბრა.