მთავარიევროპაუკრაინანიდერლანდები უკრაინას 200 მსუბუქ ტანკს უგზავნის

ნიდერლანდები უკრაინას 200 მსუბუქ ტანკს უგზავნის

ნიდერლანდები უკრაინას 200 მსუბუქ ტანკს უგზავნის. ჯავშანმანქანებს, რომლებიც ნიდერლანდების არმიას ეკუთვნოდა და უნდა ჩამოწერილიყო, ახლა უკრაინაში გასაგზავნად არემონტებენ. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ ევროკავშირი აგრძელებს კიევის სამხედრო  დახმარებას. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ტემპის დაჩქარებას მოითხოვს.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას უკვე გადაეცა 1000-ზე მეტი რაკეტა და უამრავი საბრძოლო მასალა. ეს მაჩვენებელი მზარდია, თუმცა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ  აუცილებელია რაოდენობის გაზრდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების გასაცემად ემზადებიან. მართალია, არის გარკვეული უთანხმოება, თუმცა ჯოზეფ ბორელის თქმით,  მუშაობის დასაწყებად ისინი არ დაელოდებიან საპროცედურო საკითხების დასრულებას.

უკრაინაში ვიზიტისას იგივე გზავნილი ჰქონდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს. ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ტალინის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას უკრაინის ნატოში გაწევრება სურს. მისი თქმით, იმისათვის, რომ ევროპაში მშვიდობა იყოს,  უკრაინა უნდა იყოს როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში. ეს არის მათი ერთობლივი დეკლარაციის მთავარი გზავნილი, რომელსაც ხელს აწერენ. კაია კალასი აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ შესთავაზა ევროკავშირს მილიონი ევროს ღირებულების საარტილერიო ჭურვების ერთობლივი შესყიდვა და მათი უკრაინისთვის გადაცემა.

სამხედრო დახმარების გარდა, ევროპის ქვეყნები აგრძელებენ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას მთავრობებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ევროკავშირის ფარგლებში, კიევის დასაცავად წინა ხაზზე არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend