მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიის პრეზიდენტის ტურნე ევროპაში

ბრაზილიის პრეზიდენტის ტურნე ევროპაში

,,ბრაზილია დაბრუნდა“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ბრაზილია-პორტუგალიის სამიტზე. მან  საკამათო კომენტარის შემდეგ, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომში უკრაინის პასუხისმგებლობასაც უკავშირდება, განმარტა,  რომ ქვეყნების ჯგუფი, მათ შორის ბრაზილია, ომის მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს.

„მე არასოდეს გავათანაბრებდი ორ ქვეყანას, რადგან ვიცი,  რას ნიშნავს სხვის ტერიტორიაზე შემოჭრა და ვიცი, რა არის ტერიტორიული მთლიანობა. თითოეული ჩვენგანი ფიქრობს, რომ რუსეთმა დაუშვა შეცდომა და ეს უკვე დავგმეთ, გაეროს გადაწყვეტილებებით. თუმცა ომი დაწყებულია და ვფიქრობ, რომ  დროა,  შეწყდეს. ომის შესაჩერებლად უნდა იყოს ვინმე, ვინც ამ თემებზე ისაუბრებს“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ.

ბრაზილიის პრეზიდენტი პორტუგალიაში 5-დღიანი ვიზიტით იმყოფება. ლუის ინასიუ ლულა და სილვა ცდილობს, ჟაირ ბოლსონარუს პრეზიდენტობის შემდეგ თავისი საგარეო კავშირები გააუმჯობესოს.  25 აპრილს იგი ესპანეთში ვიზიტით გააგრძელებს ტურნეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend