მთავარისაქართველოწამალი "ვოსორიტიდი" ბავშვებისთვის

წამალი “ვოსორიტიდი” ბავშვებისთვის

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას უკვე მესამე დღეა მართავენ. პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით მშობლებმა ორი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს

იშვიათი გენეტიკური დაავადების, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას უკვე მესამე დღეა მართავენ. პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით მშობლებმა ორი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს. საერთო ჯამში კი ისინი აქციებს უკვე მეოთხე თვეა სხვადასხვა ადგილზე მართავენ და ითხოვენ, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს საქართველოში მედიკამენტ “ვოსორიტიდის” შემოტანა, რომელიც მათი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრი და მინისტრის მოადგილეები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა უშედეგოდ. მშობლები ამბობენ, რომ ისინი პროტესტის შეწყვეტას მანამ არ აპირებენ, სანამ მათი შვილები სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტს არ მიიღებენ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend