მთავარისაქართველოსაქართველოში რამაზან ბაირამი აღნიშნეს

საქართველოში რამაზან ბაირამი აღნიშნეს

ერთთვიანი მძიმე მარხვა, ანუ რამაზანი დასრულდა, შესაბამისად მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამს აღნიშნავს. ეს მორწმუნეთათვის ურთიერთსიყვარულის, ცოდვების მიტევებისა და  სულიერი ამაღლების დღეა. რამაზან ბაირამის ლოცვა აღავლინეს თბილისის ჯუმა მეჩეთში, სადაც ქართველ მუსლიმებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველები შეიკრიბნენ.

რამაზან ბაირამი ითარგმნება როგორც “მარხვის დასრულების დღესასწაული”. ვიდრე ბაირამი დადგებოდა, მორწმუნეები 30 დღის განმავლობაში იცავდნენ მარხვას. ამ დროს მუსლიმები მზის ჩასვლამდე უარს ამბობენ საკვებსა და წყალზე.

რამაზან ბაირამი ერთ-ერთი უძველესი მუსლიმური დღესასწაულია. ისტორიული წყაროებოს მიხედვით, ამ დღეს ჯერ კიდევ ისლამის დამაარსებლად მიჩნეულ, წინასწარმეტყველად წოდებულ მუჰამედის დროს, მე-7 საუკუნეში აღნიშნავდნენ.

გარდა თბილისის ჯუმა მეჩეთისა, რამადან ბაირამის ლოცვა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში მოქმედ სამლოცველოებშიც აღავლინეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend