საქართველოს კულტურის მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ლევილის მამულში 2022-2023 წლებში ჩატარებული სამუშაოებს გაეცნენ და ფრანგული სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე, თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ლევილის მამულში 2022 წელს რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 2022 და 2023 წლებში გალავნის, გუშაგის სახლისა და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ლევილის მამულის რეაბილიტაცია 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.