ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ალეკ ბოლდუინს, გადასაღებ მოედანზე ოპერატორის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის წაყენებული ბრალი მოუხსნეს. გადაწყვეტილება ნიუ-მექსიკოს ქალაქ სანტა-ფეს პროკურატურამ მიიღო.
2021 წლის ოქტომბერში, ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე, ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ ტყვიას ოპერატორი ჰელენა ჰაჩინსი შეეწირა. ბოლდუინი აცხადებდა, რომ მას სასხლეტისთვის თითი არ გამოუკრავს და ოპერატორი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა; ხოლო სასამართლო ჩანაწერების მიხედვით, მსახიობმა არც იცოდა, რომ გადატენილ იარაღს აწვდიდნენ.