მთავარისაქართველოUNICEF-ის კვლევა: საქართველოში სკოლის მოსწავლეთა 35% არასოდეს იკვებება სკოლის პერიოდში

UNICEF-ის კვლევა: საქართველოში სკოლის მოსწავლეთა 35% არასოდეს იკვებება სკოლის პერიოდში

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ სკოლაში საკვების გარეშე დარჩენილი ბავშვების უკან ორი ძირითადი მიზეზი დგას. პირველი - ოჯახების ფინანსური მდგომარეობაა

ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში 2023 – ასე ჰქვია გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ კვლევას, რომელიც ქვეყანაში ბავშვების ძირითად პრობლემებზე, გამოწვევებსა და პროგრესზე გვიყვება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ თითოეული დანაკლისი, რასაც ბავშვები განიცდიან, უარყოფით გავლენას ახდენს მათ განვითარებასა და ცხოვრების სამომავლო შანსებზე. კვლევაში საუბარია იმაზე თუ რამდენი ბავშვი ვერ ან არ დადის საბავშვო ბაღში. რამდენი რჩება სასკოლო, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიღმა. კვლევა 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდს მოიცავდა, და მასში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი.

საქართველოში სკოლის მოსწავლეთა 35% არასოდეს იკვებება სკოლის პერიოდში – ეს არის კვლევის, სახელწოდებით „ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში 2023“-ის ერთ-ერთი მთავარი მიგნება. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ სკოლაში საკვების გარეშე დარჩენილი ბავშვების უკან ორი ძირითადი მიზეზი დგას. პირველი – ოჯახების ფინანსური მდგომარეობაა. მათ არა აქვთ საშუალება რომ ბავშვებს ან საკვები ან ფული სკოლაში გაატანონ. მეორე მიზეზს კი სკოლის სიახლოვეს, საკვები ობექტების არარსებობა წარმოადგენს.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში პროგრესია ბავშვის აღზრდის ნაკლებად ძალადობრივი ან არაძალადობრივი ფორმების გამოყენების კუთხით. რესპოდენტების თანახმად, 1-დან 17 წლამდე ბავშვების 62%-ში აღზრდის მეთოდად მხოლოდ არაძლადობრივი ფორმები იყო გამოყენებული. 29%-ის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფსიქლოგიურ ძალადობას. ბავშვების 5%-ზე ფიზიკურად იძალადეს და 0,1%-ის შემთხვევაში ბავშვები ფიზიკურად სასტიკად დასაჯეს.

ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში 2023 – ის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საქართველოში ბავშვთა 38% ანუ თითქმის ყოველი მეოთხე მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის. UNICEF-ში ამბობენ, რომ თითოეული დანაკლისი, რასაც ბავშვები განიცდიან, უარყოფით გავლენას ახდენს მათ განვითარებაზე.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend