მთავარისაქართველოროგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ

როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ

როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ – სწორედ ეს იყო ის ძირითადი საკითხი, რაზეც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა. დოკუმენტში მედიაზის დამოუკიდებლობაზეა ყურადღება გამახვილებული და წერია, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არ არიან საჯიები. ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მედიის საქმიანობისთვის ხელისშემშლელი კანონმდებლობის პარლამენტში ინიციირება, მისი პარლამენტში განხილვა ან/და მიღება მედიის თავისუფლების მდგომარეობას გააუარესებს.

დოკუმენტის მიხედვით, გამოწვევებია სასამართლო სისტემაშიც. როგორც დოკუმენტში წერია, საქართველოს პარლამენტმა ვერ უზრუნველყო მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ფართო ჩართულობა, რაც, მათი შეფასებით, საფრთხეს უქმნის ინკლუზიურობისა და მრავალპარტიული კონსულტაციების შესახებ ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებას.

დოკუმენტის მიხედვით, კვლავ გამოწვევად დარჩა საგაზაფხულო სესიაზე სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და სახალხო დამცველად მოქმედი პოიტიკოსის არჩევა. ასევე ახალარჩეული სახალხო დამცველის მიერ სახალხო დამცველის აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაფსებას თავად ომბუდსმენიც გამოეხმაურა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ შესრულდეს რეკომენდაციები და ხელისუფლებამ აჩვენოს პოლიტიკური ნება და პროგრესი ამ რეკომენდაციების შესრულების ნაწილში.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend