„გენდერული სტერეოტიპები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების შესახებ“- „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში- ქედაში, ბოლნისში, ზუგდიდში, ხარაგაულსა და ხაშურში კვლევა ჩაატარა.
კვლევის ძირითადი საკითხები იყო ადრეული ქორწინება, ქონების გადაცემის ტრადიციული წესი, ოჯახის ტრადიციული და თანამედროვე მოდელები, დამოკიდებულება ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობის მიმართ.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, გენდერის ექსპერტმა ლელა ხომერიკმა ისაუბრა.