მიმდინარე კვირას ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროპაში ნახევარგამტარების წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკავშირის მიზანი აზიელ მომწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირებაა. ევროკავშირისთვის ნახევარგამტარების წარმოება კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ პრიორიტეტული საკითხი გახდა. როგორც ცნობილია, პანდემიამ მიწოდების ჯაჭვის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია.
ევროკავშირის წარმომადგენლის დან ნიკას თქმით, ევროკავშირის მთავარი მიზანია, კრიზისულ ვითარებაში, მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყებით გამოწვეულ სიტუაციაში, ევროკავშირმა უზრუნველყოს ნახევარგამტარების მინიმალური რაოდენობის წარმოება და, რაც მთავარია, იმუშაონ თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად.
შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი 2030 წლისთვის თავისი ამჟამინდელი გლობალური ბაზრის წილის 20 პროცენტამდე გაორმაგებასა და კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიციების მეშვეობით 43 მილიარდი ევროს მოზიდვას გეგმავს. ევროპას მიზნის მისაღწევად წარმოების 4-ჯერ გაზრდა მოუწევს.