მთავარიევროპაგერმანიაბავშვთა სიღარიბე გერმანიაში

ბავშვთა სიღარიბე გერმანიაში

საგადასახადო შეღავათები, ერთჯერადი გადახდა, ყოველთვიური დახმარება – ევროკავშირში მთავრობები ოჯახებს  სხვადასხვა გზით ეხმარებიან.  და მაინც, გერმანიაშიც კი ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს. ბავშვების უკეთ დასაცავად და სოციალურ გარიყულობასთან საბრძოლველად გერმანიის მთავრობას სურს სახელმწიფო მხარდაჭერის რეფორმირება.

ბავშვთა დაცვის ლიგის წარმომადგენლის დანიელ გრაინის თქმით, თუ სიღარიბის ან სიღარიბის რისკის მაჩვენებლებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ გერმანია ევროპის ქვეყნებს შორის სადღაც შუაშია. ეს კი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნისთვის, როგორიც გერმანიაა, მორალური სიღარიბის ნიშანია.

შემწეობის მიზანია, რომ სახელმწიფო დაეხმაროს მათ,  ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. თუმცა როდესაც ბიუჯეტთან დაკავშირებით ასეთი უთანხმოებაა, ყველა ფიქრობს, რომ ახალი სისტემა, რომელიც მინიმალურ შეღავათს გულისხმობს,  არაფერს შეცვლის. შემოსავლის მიუხედავად, გერმანიაში მშობლები ყოველ ბავშვზე თვეში 250 ევროს იღებენ.

FDP-ის წარმომადგენელი მარტინ გასნერი ამბობს, რომ ბავშვთა შემწეობა რეალურად საგადასახადო კანონიდან გამომდინარეობს. მისი თქმით, მთავარი იდეა ისაა, რომ ადამიანის ნებისმიერი სახის დამხარება არ შეიძლება დაიბეგროს. ეს ეხება როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს.

რა ვითარებაა სხვა ევროპულ ქვეყნებში?  გერმანია, სადაც თითო ბავშვს ყოველთვიურად 250 ევროს აძლევენ,  პირველ ადგილზეა. საფრანგეთში სახელმწიფო დახმარებას მხოლოდ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ იღებენ. ეს თანხაც ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული.  ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ასევე გადამწყვეტია ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში.

ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში მრავალშვილიანი ოჯახები დამატებით დამხარებას იღებენ. დახმარების მოცულობა ბავშვების ასაკით განისაზღვრება. ყველაზე დაუცველების დასახმარებლად ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიზნად დაისახეს, რომ 2030 წლისთვის 5-მა მილიონმა ბავშვმა დააღწიოს თავი სიღარიბეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend