მთავარიაზიაისრაელიისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნეს

ისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნეს

ისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნეს. ცერემონიას ის ადამიანებიც დაესწრნენ, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ. ისრაელის პრეზიდენტმა ერის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის სასამართლო სისტემის რეფორმის გამო ისრაელში სამთვიანი მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

„წელს ყველა ძალიან ემოციურია. ყველა მოღუშულია, რაც ადასტურებს იმას, თუ რამხელა სიმძიმე მოაქვს უთანხმოებას. მოგმართავთ თქვენ, ისრაელის მოქალაქეებო, ვილოცოთ, რომ ამ წმინდა დღეებში, რომლებიც ახლა იწყება, ყველა სადავო საკითხი დავივიწყოთ,“ – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კი ისრაელის მოწინააღმდეგე ქვეყნები, მათ შორის ირანი, გააფრთხილა, ნუ დაუშვებენ შეცდომას, რადგან შიდა განხეთქილებას ქვეყანა არ დაუსუსტებია.

მთავარი გაკვეთილი, რომელიც ჰოლოკოსტმა გვასწავლა, არის ის, რომ ჩვენ ბოროტი ძალების შეჩერება დროულად უნდა შევძლოთ.  სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანას ჰქონდეს ძალა, დამოუკიდებლად დაიცვას თავი ნებისმიერი მტრისგან თუ საფრთხისგან,” – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ლეონარდ კოენის სიმღერის ებრაული ვერსია შეასრულეს. სიმღერა ეხება ძველ ებრაულ ენაზე ლოცვის მნიშვნელობას, კოენის ისრაელში მოგზაურობას და მის მიერ ისრაელის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend