მთავარიაზიაიაპონიაიაპონიაში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან

იაპონიაში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები კარუიძავაში 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეიკრიბნენ, რათა რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული პრობლემები და ჩინეთის მზარდ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილონ.

დღის წესრიგი ასევე მოიცავს ბირთვული განიარაღების, საკვების უსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოსიმასა ჰაიასის განცხადებით,  საერთაშორისო თანამეგობრობა ახლა ისტორიულ მომენტშია. ისინი უარყოფენ ყველანაირ ცალმხრივ მცდელობას, მათ შორის ძალის გამოყენებით ან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, შეიცვალოს სტატუს კვო. ისინი ასევე ეცდებიან, თავიდან აირიდონ ის საფრთხე, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვება. იოსიმასა ჰაიასი ამბობს, რომ ისინი მთელ მსოფლიოს დაანახებენ დიდი შვიდეულის მტკიცე ძალისხმევას, დაიცვას კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი.

დისკუსიები კი წინ უძვის დიდი შვიდეულის სამიტს, რომელიც 19-იდან 21 მაისამდე გაიმართება ჰიროსიმაში, სადაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს, როგორ წარმოუდგენია სამყაროს მომავალი ბირთვული იარაღის გარეშე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend