მთავარიევროპასაფრანგეთიემანუელ მაკრონის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ დემონსტრანტებმა პარიზში ნაგვის ურნები დაწვეს

ემანუელ მაკრონის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ დემონსტრანტებმა პარიზში ნაგვის ურნები დაწვეს

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელევიზიით კიდევ ერთხელ ისაუბრა  სადავო საპენსიო რეფორმის აუცილებლობის შესახებ. საპასუხოდ კი  დემონსტრანტებმა  პარიზის ქუჩებში ნაგვის ურნები დაწვეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობს, გაამართლოს საპენსიო რეფორმა, თუმცა, ამავდროულად, ამბობს, რომ კარგად ესმის, თუ რამ აღაშფოთა საფრანგეთის მოსახლეობა. პრეზიდენტი ჰპირდება მათ, რომ მთავრობა შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას, რომელიც საფრანგეთს მომდევნო ასი დღის განმავლობაში ფეხზე წამოაყენებს.

ემანუელ მაკრონს მიაჩნია, რომ  ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს თითოეული ადამიანის პენსია და მოსახლეობის კეთილდღეობა. პასუხი არ შეიძლება იყოს პენსიების შემცირება ან სოციალური შეღავათების გაზრდა მათთვის, ვინც მუშაობს. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი გუნდი ვერ დაუშვებდა უმოქმედობას, რადგან ამით დეფიციტიც შეიქმნებოდა და საფრანგეთის  მომავალი თაობების ვალიც გაიზრდებოდა.

მუშაობა, სამართლიანობა, კანონის უზენაესობა და სოციალური პროგრესი – ეს ის გეგმებია, რომლებიც, მაკრონის აზრით,   ქვეყნის გაერთიანებას შეუწყობს ხელს. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ზოგიერთი ქალაქის მცხოვრებლების დასამშვიდებლად. მარსელსა და ბორდოში პროტესტის ნიშნად  მოსახლეობა კვლავ გამოვიდა ქუჩებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend