2023 წლის სექტემბრიდან სკოლაში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებიც 6 წლის პირველ ნოემბრამდე გახდებიან.
ცვლილებაზე დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისაუბრა. მისი თქმით ეს ვადა თანდათან გახანგრძლივდება და საბოლოოდ იგეგმება, რომ სკოლაში სექტემბერში შესვლა შეძლონ იმ ბავშვებმაც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
ამასთანავე მინისტრმა ისაუბრა, რომ მიუხედავად ამ ცვლილებისა, მშობლებს ექნებათ საშუალება სურვილის შემთხვევაში ბავშვები კვლავ საბავშვო ბაღში დატოვონ.
ამ დრომდე სკოლაში შესვლა მხოლოდ იმ ბავშვებს შეეძლოთ, რომლებსაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე უსრულდებოდათ.