მთავარი ევროპა რუსეთი რუსეთში ტვიტერი ბრუნდება

რუსეთში ტვიტერი ბრუნდება

რუსეთის დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტი ქვეყნის მედიამარეგულირებელს მოუწოდებს, მოხსნას შეზღუდვა სოციალურ ქსელ ტვიტერზე. როგორც ცნობილია, გასული პარასკევიდან ტვიტერის მომხმარებლებს წვდომა აღუდგათ კრემლისა და რუსეთის სახელმწიფო უწყებების ანგარიშებზე. კომიტეტის მოწოდებას მიესალმებიან და იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ინტერნეტის უსაფრთხოების ლიგა.

რუსეთი სოციალურ ქსელ ტვიტერზე აკრძალვის მოხსნას განიხილავს, რადგან კომპანიამ რუსულ სახელმწიფო ანგარიშებზე წვდომა აღადგინა. შეზღუდვა იქამდე დაწესდა, სანამ ილონ მასკი კომპანიას შეისყიდიდა. თუმცა გასული პარასკევიდან მომხმარებლებს კვლავ შეუძლიათ კრემლის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო ვებგვერდების ნახვა.

მიმდინარე მოვლენებს რუსეთის დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტი გამოეხმაურა. კომიტეტმა  ქვეყნის მედიამარეგულირებელს მოუწოდა, Twitter-ზე შეზღუდვის შეწყვეტის საკითხი განეხილა. კომიტეტის მოწოდებას იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ინტერნეტის უსაფრთხოების ლიგა.

ამავდროულად, კომპანია „ბიბისი“ ტვიტერს მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიის იარლიყის მინიჭების გამო საყვედურობს.  „ბიბისიში“ აცხადებენ, რომ  მათ საზოგადოება აფინანსებს, შესაბამისად, ისინი მთავრობას არ ექვემდებარებიან.

ილონ მასკის განცხადებით, ყველა მედიაორგანიზაცია, გარკვეულწილად, მიკერძოებულია. თუმცა დასძინა, რომ „ბიბისი“, სხვებთან შედარებით,  უფრო ობიექტურია.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend