რუსი სამხედროები განაგრძობენ უკრაინის ქალაქებისა და დასახლებების დაბომბვას. ინტენსიურად იბომბებოდა ქალაქი ხერსონი. მძიმე ბრძოლები გრძელდება ქალაქ ბახმუტზე კონტროლის დასამყარებლადაც. ამავდროულად, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტი ფონდის საგაზაფხულო შეხვედრები მაღალი ინფლაციის, მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ფინანსური სტაბილურობის საფრთხის ფონზე იწყება. საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია.
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტი ფონდის საგაზაფხულო შეხვედრები მაღალი ინფლაციის, მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ფინანსური სტაბილურობის საფრთხის ფონზე იწყება.
მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, ამ უაზრო ომის შეჩერება შესაძლებელია ერთი გადაწყვეტილებით და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ ქვეყანამ, რომელმაც ეს ყველაფერი წამოიწყო. ამ ომმა მსოფლიოს ყურადღება მიიქცია და მრავალი სხვა აქტუალური პრობლემა მოსაგვარებელი დარჩა. მისი თქმით, ეს ომი არა მარტო კლავს ადამიანებს, არამედ ზრდის ფასებს საკვებზეც. ეს კონფლიქტი ხელს უწყობს გეოპოლიტიკური დაძაბულობის გაღრმავებას, რაც, თავის მხრივ, მსოფლიოს ერთიანობას უშლის ხელს.
ფრონტის ხაზზეც დაძაბული ვითარებაა. ხერსონის მცხოვრებლები მორიგი დაბომბვის შემდეგ ქალაქის დასუფთავებას ცდილობენ. რუსებმა ადგილობრივი ხელოვნების მუზეუმიც არ დაინდეს.
ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე იჰორ რუსალი ამბობს, რომ ეს უკვე მეორე დარტყმა იყო. მართალია, პირდაპირ არ მოხვედრია შენობას, თუმცა ბომბები ძალიან ახლოს ცვივა. მისი თქმით, რუსები მსხვრევად ჭურვებს იყენებენ და ანადგურებენ უკრაინელ ხალხს და ქვეყანას.
კრემლის მიერ ახლად დანიშნული დონეცკის რეგიონის მმართაველი დენის პუშილინი კი ბახმუტის შემოგარენში ვიზიტის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. ვიდეოში ჩანს დაზიანებული და დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსები. ქალაქ ბახმუტზე კონტროლის დასამყარებლად თითქმის წელიწადზე მეტია სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.