მთავარიევროპასაფრანგეთიქალაქ მარსელში ჩამონგრეული კორპუსის ადგილას სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება

ქალაქ მარსელში ჩამონგრეული კორპუსის ადგილას სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება

საფრანგეთის სამხრეთში, ქალაქ მარსელში, ჩამონგრეული კორპუსის ადგილას გრძელდება  სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 6 ადამიანი, 2 კი დაკარგულად მიიჩნევა. შენობის ჩამონგრევის მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ექსპერტები ახლა მიმდებარე შენობების მდგომარეობასაც სწავლობენ.

საფრანგეთის სამხრეთში, ქალაქ მარსელში, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მეხანძრე-მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში არიან ჩართული.  ამ დროისთვის ნაპოვნია 6 ცხედარი. დაკარგულია 2 ადამიანი.

სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელი კომანდერ პასკალი ამბობს, რომ სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მათ ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ  გადარჩენილებს იპოვიან.

შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილობრივები სახლებში ვერ შედიან, სანამ ექსპერტები შენობების მდგომარეობას არ შეამოწმებენ.

ადგილობრივებს ურჩიეს, რომ მხოლოდ ერთი დღის სამყოფი ნივთები აეღოთ. თუმცა ახლა არ იციან, რამდენ ხანს გაგრძელდება პროცესი. მათი თქმით, ექსპერტებს შეიძლება რამდენიმე დღე ან ერთი კვირაც კი დასჭირდეთ, რომ შენობების მდგომარეობა შეამოწმონ.

გუშინ კი შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე ეკლესიაში გარდაცვლილთათვის ლოცვა აღავლინეს. შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend