მთავარიევროპაავსტრიაავსტრიის პირველი ეკოლოგიურად სუფთა კამბიუმის დასახლება

ავსტრიის პირველი ეკოლოგიურად სუფთა კამბიუმის დასახლება

ყაზარმის ადგილას ახლა ავსტრიის პირველი ეკოლოგიურად სუფთა კამბიუმის დასახლებაა. ქალაქ გრაციდან არც თუ ისე შორს, ქალაქ ფერინგში, 60 ადამიანი ცხოვრობს. ისინი აქ გადამუშავებისა და ნედლეულის ხელახალი გამოყენების ყოველდღიურ პრაქტიკას ნერგავენ. ევროპული პროექტის Houseful-ის მხარდაჭერით, მათი მიზანი ავსტრიის პირველი ეკოლოგიურად სუფთა სოფლის გაშენებაა. სოფელში ხის ნარჩენებს ერთიან კომპოსტში, ე.წ. „ბიოკონტეინერში“ აგროვებენ, შემდეგ კი ამ ნარჩენებს სათბურის გასათბობად იყენებენ.

„ცოტას თუ ამოვთხრით, ვიგრძნობთ, რომ კომპოსტი ძალიან თბილია. დღეს ორთქლს ვერ დავინახავთ, რადგან გარეთაც საკმაოდ თბილა. ეს დაგროვებული სითბო შლანგით მიედინება და ჩვენი სათბურის გასათბობად გამოიყენება,“ – ამბობს ორგანული კაკაოს იმპორტიორი კოსმო ატეფი.

სათბური, რომელიც ადგილობრივი მასალითაა აგებული და ბუნებრივი კეთლების მეშვეობითაც თბება, ჭუჭყიანი წყლის გაწმენდასაც უწყობს ხელს.

„ეს არის ბუნებრივი ხსნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს საქმეს მცენარეები და მიკროორგანიზმები აკეთებენ. წყლის გასაწმენდად ჩვენ არ ზედმეტ ენერგიას არ ვიყენებთ. ამგვარად ვიღებთ ეფექტურ, ეკოლოგიურ, მდგრად, საზოგადოებისთვის მისაღებ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს. ეს საშუალებას გვაძლევს,  ადგილზევე გავასუფთაოთ და ისე გამოვიყენოთ წყალი,“ – „ალქიმია-ნოვას“ გარემოსდაცვითი ინჟინერი, მარკო ჰარტლი.

გადამუშავებული წყალი ბოსტნის მოსარწყავად გამოიყენება. შედეგად დასახლებაში 70 სახის მოსავალს იღებენ, რითაც ადგილობრივები იკვებებიან. ჭურჭლის გასარეცხად გამოყენებული წყალი კი კვლავ იწმინდება და ხელახლა გამოიყენება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend