მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიგენდერული სტერეოტიპები

გენდერული სტერეოტიპები

გაეროს ქალთა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოში ქალების პროფესიული არჩევანი გენდერული სტერეოტიპებით ხშირად იზღუდება და გავრცელებული მცდარი შეხედულებების გამო, საზოგადოება პროფესიებს კვლავაც „კაცისა და ქალის საქმეებად“ ყოფს.

ორგანიზაციის განცხადებით ამის შედეგად ქალების დიდი ნაწილი საკუთარი ოცნებების ასრულებასა და პოტენციალის რეალიზებას ვერ ახერხებს. სწორედ ამ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის მიზნით გაეროს ქალთა ორგანიზაცია და კერძო სექტორი გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ კამპანიით გაერთიანდნენ.

„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ – ამ კამპანიაზე სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა, ანა ფაშალიშვილმა ისაუბრა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend