მთავარიევროპაპოლონეთიუკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან ერთად პოლონეთს ეწვია. ვიზიტის მთავარი მიზანი კიევის მიერ პოლონეთისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლიერების გამოხატვაა.

ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოლონეთის მზარდ საერთაშორისო პოლიტიკურ წონას, ვარშავა აძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და ამავე დროს დიდ სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას.

„ჩვენ უკრაინას მიგ 29 ტიპის 4 სამხედრო საჰაერო ხომალდი უკვე გადავეცით, ოთხი კი ახლო წარსულში, საერთო ჯამში ჩვენ უკრაინას უკვე 8 სამხედრო საჰაერო ხომალდი მივაწოდეთ, დამატებით 6 უკრაინული მხარისთვის გადასაცემად მზადდება. ეს უახლოეს მომავალში მოხდება”, – ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა.

„ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. ჩვენ ვარშავაში ვიმყოფებით, მაგრამ ბახმუტში, ავდიივკასა და მარინკაში არსებულ სანგრებში ჩვენი თანამემამულეები სამშობლოს იცავენ, პოლონურ მხარესთან თანამშრომლობა პირველ რიგში სწორედ ჩვენს ჯარისკაცებს დაეხმარება”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკისთვის პოლონეთში ვიზიტი, რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ მეხუთეა, მანამდე ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში იმყოფებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend