დამოუკიდებელი კომპანიის „კრედიტ სუისის” აქციონერების ბოლო შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, ზოგიერთი ცრემლსაც ვერ იკავებდა. ათეულობით აქციონერი პროტესტს გამოხატავდა იმ არასწორი მენეჯმენტის გამო, რომელმაც კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანა და რომლის შედეგადაც მას ახლა მისი კონკურენტი კომპანია UBS გადაიბარებს.
ერთ-ერთი აქციონერი სტეფან დენზლერი ამბობს, რომ მან 10 000 შვეიცარიული ფრანკი დაკარგა, მისი თქმით, შეიძლება ეს დიდი თანხა არ იყო, მაგრამ მისი ოჯახისთვის მაინც ბევრს ნიშნავდა.
შეხვედრის დროს ბანკის თავმჯდომარე აქსელ ლემანი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა.
მან საზოგადოებას აუხსნა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის მიზანი ბანკის გადარჩენა იყო, თუმცა ვერ მოასწარო. მარტში განვითარებულმა მოვლენებმა ჩაშალა მათი გეგმები. აქსელ ლემანი მწუხარებას გამოთქვამს ამის გამო.
ბოდიში მხოლოდ მცირე ნუგეშია მათთვის, ვისი აქციებიც გაუფასურდა. სკანდალებმა, არასწორმა გადაწყვეტილებებმა და რისკების საეჭვო მენეჯმენტმა მხოლოდ ბანკის რეპუტაცია კი არ შელახა, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ 5 წლის განმავლობაში მისი აქციების ღირებულება 90 პროცენტით დაეცა.