ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.
სანქციების შედეგად, მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.
ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მიიღო. საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანს ჰქონდა სანდო ინფორმაცია, რომ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე ჩართულნი იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში, რითაც აზიანებდნენ სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიულ პრინციპებს.
მათივე ცნობით, ისინი უკანონო სარგებელს სთავაზობდნენ და ზეწოლას ახდენდნენ სხვა მოსამართლეებზე, რათა მათ მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები, ახდენდნენ მოსამართლეთა მანიპულირებას დანიშვნის საკითხით.
ამერიკის ელჩი საქართველოში, აცხადებს, რომ კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
„ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას“,-ამბობს კელი დეგნანი.
მისივე თქმით, 4 კორუმპირებული მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებაც სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა.