მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტის მცხოვრებლებს ევაკუაციაში ეხამრებიან

უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტის მცხოვრებლებს ევაკუაციაში ეხამრებიან

ბახმუტში უკვე მრავალი თვეა უკრაინელ და რუს ჯარისკაცებს შორის მძიმე და დაუნდობელი ბრძოლები მიმდინარეობს.

უკრაინელი ჯარისკაცები ევაკუაციაში ეხმარებიან  ბახმუტის იმ მცხოვრებლებს,  რომლებიც ჯერ კიდევ  ქალაქში არიან.

ქალაქში რამდენიმე უკრაინული ჯავშანმანქანაა, რომლებიც ფრონტის ხაზზე გადაადგილდებიან.

ამავდროულად, უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერმა უარყო რუსების მიერ გავრცელებული განცხადება ქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით.

გასული ღამის განმავლობაში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურმა რუსული დროშა დაკიდა შენობაზე, რომელიც, როგორც თავად განაცხადა, ბახმუტის ადმინისტრაციული შენობაა. ევგენი პრიგოჟინმა დროშის დაკიდების ამსახველი კადრებიც კი გაავრცელა, თუმცა გადაღების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში, რომელშიც ბახმუტიც შედის, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა. უკრაინის პრეზიდენტს ოთხშაბათს ელიან პოლონეთში,  სადაც იგი მოლაპარაკებას გამართავს პოლონელ კოლეგასთან ანჯეი დუდასთან. პოლონეთმა უკვე გადასცა უკრაინას საბჭოთა წარმოების მიგ-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების პირველი პარტია.

ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დონეცკის რეგიონში რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს სამხედრო ტექნიკა, ასევე დასძენენ, რომ დაღუპულია 285 უკრაინელი ჯარისკაცი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend