1 აპრილიდან საქართველოში ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდა. A კატეგორიის ნებართვა, რომელსაც ტაქსის მძღოლები ფლობდნენ უვადო გახდა და ის მფლობელის საკუთრებაში გადავიდა.
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა ოგბაიძის განცხადებით ტაქსის A კატეგორიის მუდმივმოქმედი ლიცენზიის აღების სურვილი დაახლოებით 35 ათასამდე პირმა გამოთქვა.
მსურველთა რეგისტრაცია პირველ აპრილის დასრულდა და თბილისის მუნიციპალიტეტმა ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემა შეწყვიტა.
რა იცვლება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” დღის ეთერში თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ ისაუბრა