საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთს ნატოში გაწევრებას ულოცავს.
როგორც პრეზიდენტი ტვიტერზე წერს, ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
„ფინეთი ნატოს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. ვულოცავ ფინეთს.
ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
History made as #Finland becomes the 31st member of #NATO. Congratulations 🇫🇮!
This is a strong encouragement, and 🇬🇪will faithfully continue its Euro-Atlantic integration path#FinlandinNATO
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 4, 2023